"ოცნება" საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ტიპის ძალაა - ჯაფარიძე
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე "ქართულ ოცნებას" "საბჭოთა კავშირის კომუნისტურ პარტიად" მოიხსენიებს და "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ "მმართველი ძალის სულისკვეთება კერპთაყვანისმცემლობას" ეფუძნება.
ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, ივანიშვილის გუნდის დამარცხება "თანმიმდევრულ პროტესტს" და "დიდ მოთმინებას" მოითხოვს.
"ქართული ოცნება" არის საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ტიპის ძალა თავისი ბუნებით, თავისი მოწყობით, თავისი სულისკვეთებით იმიტომ, რომ არის კერპთაყვანისცმელობაზე აგებული და არა რაიმე ღირებულებაზე. ასეთი ძალის მოითხოვს თანმიმდევრულ პროტესტს, თავგანწირვას, დიდ მოთმინებას და რაც მთავარია განცდას, რომ ჩვენ უკან დასახევი არ გვაქვს, ჩვენს უკან არიან ჩვენი ოჯახები, შვილები, მეუღლეები, მშობლები და მათი მომავლისთვის არის ეს ბრძოლა.
კოალიციები იქნება ქართველი ხალხის სამსახურისთვის, შესაბამისად ''ძლიერი საქართველო'' არის ამ საქმეში ჩამდგარი და ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენი პირადი მაგალითით ვაჩვენოთ, რომ არ ვაპირებთ შევეგუოთ ამ მართლაც გამორჩეული მასშტაბის გაყალბებას'',- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.