"პარლამენტში შევლენ ზომბები, რომელთაც ხმა მოპოვებული არ აქვთ" - ზურაბიშვილი "ოცნებაზე"
"პარლამენტში შევლენ ზომბები, რომელთაც ხმა მოპოვებული არ აქვთ" - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა.
ოთარ ზურაბიშვილმა ყურადღება ამერიკისა და ევროპის მხრიდან დახმარების შესაძლო შეწყვეტაზე გაამახვილა და თქვა, რომ თუ ქვეყანაში პოლიტიკური მოცემულობა არ შეიცვლება, ქართველი ხალხი ეკონომიკურად დაზარალდება.
ვიცი, რომ ეკონომიურად გაძნელდება ჩვენი მომავალი. როდესაც ამერიკის და ევროპის დახმარებები შეჩერებული იქნება, და ამ გზაზე ვართ ახლა, მოსახლეობისთვის ძნელი იქნება, რაც არის უსამართლობა. ეს ყველაფერი მდიდრებისთვის კი არ იქნება ძნელი, რომლებიც ტენდერებს იგებენ და ფულს ჯიბეში იდებენ.
სამწუხაროდ, ბევრი რამ ხდება ცუდი მიმართულებით. ალბათ, იქნება ფინანსური დაცემა, კრახი თუ არა. ბიზნესმენებში, რომლებიც მხარს უჭერენ მთავრობას, პრობლემები შეიქმნება... პარლამენტში ზომბები შევლენ, ადამიანები, რომლებსაც ხმა მოპოვებული არ აქვთ", - ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.