"რუსეთისგან წამოსული კომპლიმენტები უსაფუძვლო არ არის" - ზურაბიშვილი
საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან წამოსული მოლოცვების ფონზე, საქართველოს პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, რუსეთი არჩევნებში ჩაერია.
"რუსეთისგან წამოსული კომპლიმენტები უსაფუძვლო არ არის" - ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.
ალბათ, იყო (რუსეთის ჩარევა არჩევნებში). რუსეთისგან წამოსული კომპლიმენტები უსაფუძვლო არ არის. ყველამ გაიგო, რა არის ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება, როგორია მისი ურთიერთობა რუსეთთან", - ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.