"პროცესი აბსოლუტურად ყალბია" - ბუჩუკური ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამოკითხვაზე

06.11.24 23:59
"პროცესი აბსოლუტურად ყალბია" - ბუჩუკური ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამოკითხვაზე

პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური მაგისტრი მოსამართლეების წინაშე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამოკითხვის ფაქტს "ყალბ პროცესს" უწოდებს. 

ანა ბუჩუკური "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ "ამ სიყალბეში სახელმწიფო აპარატები არიან ჩართული".

ეს პროცესი არის აბსოლუტურად ყალბი და ამ სიყალბეში ჩართულია სახელმწიფო აპარატი. ისევე როგორც არჩევნების გაყალბებაში იყო ჩართული სახელმწიფო უწყებები, სასამართლო სისტემა, ძალოვნები. ძალიან გული მწყდება, თუ რისთვის იყენებს ივანიშვილი მთელს სახელმწიფო აპარატს'', - ამბობს ანა ბუჩუკური.

 შეგახსენებთ, დღეს მაგისტრი მოსამართლის წინაშე "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, გახარიას გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი და "ჩემი ხმის" წარმომადგენელი, ლონდა თოლორაია გამოიკითხნენ. სამივე მათგანი სასამართლოში არჩევნების გაყალბების ამსახველი მტკიცებულებებით მივიდა.