ზელენსკი ტრამპს ტელეფონით ესაუბრა - რაზე შეთანხმდნენ?
უკრაინის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა - ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, მან ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მისივე თქმით, პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ მჭიდრო დიალოგს შეინარჩუნებენ და თანამშრომლობას გააძლიერებენ.
შესანიშნავი საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, მას მივულოცე ისტორიული და დამაჯერებელი გამარჯვება - მისმა არაჩვეულებრივმა კამპანიამ გახადა ეს შედეგი შესაძლებელი. ვაფასებ მის ოჯახსა და გუნდს ამ დიდი შრომისთვის.
ჩვენ შევთანხმდით, რომ შევინარჩუნებთ მჭიდრო დიალოგსა და გავაძლიერებთ ჩვენს თანამშრომლობას. აშშ-ის ძლიერი და ურყევი ლიდერობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვისა და სამართლიანი მშვიდობისთვის" - წერს ზელენსკი.