მაკრონი, შოლცი და ტუსკი საქართველოს მთავრობას კურსის შეცვლისკენ მოუწოდებენ - განცხადება

07.11.24 11:34
მაკრონი, შოლცი და ტუსკი საქართველოს მთავრობას კურსის შეცვლისკენ მოუწოდებენ - განცხადება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი საქართველოს მთავრობას კურსის შეცვლისკენ მოუწოდებენ - ერთობლივი განცხადება reuters-ზე გამოქვეყნდა. 

ლიდერები პირდაპირ წერენ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მხარს ვერ დაუჭერენ, თუ ქვეყანა რეფორმებს არ გაატარებს.

"სანამ საქართველო არ შეცვლის მიმდინარე კურსს და არ აჩვენებს ძალისხმევას, ხელშესახები რეფორმების კუთხით, კონკრეტულად, ბოლოს მიღებული კანონმდებლობის უკან გაწვევით, რომელიც ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება, ჩვენ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან მიმართებით მხარდაჭერის პოზიციაში არ ვიქნებით", - აღნიშნულია ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში.