აღმოჩენილია ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლის ახალი მტკიცებულებები
"სამართლიანი არჩევნები" ამომრჩევლის ნების კონტროლის სავარაუდო სქემაზე საუბრობენ.
სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლებმა მარნეულსა და გარდაბანში მომმრჩევლის ხელმოწერიანი ბიულეტინები იპოვეს.
საუბარია, უბნებზე, სადაც კენჭისყრები ტრადიციული წესით ანუ ხმის ელექტრონული მთვლელის გარეშე ჩატარდა. ირკვვევა, რომ მოქალაქეები ქართული ოცნების შემოხაზვის შემდეგ, ბიულეტენებზე საკუთარ ხელმოწერებსაც ტოვებდნენ. ამ ბიულეტენების ნაწილი არ გაუბათილებიათ.
ჩვენ ვნახეთ ბიულეტენები, სადაც მმართველი პარტია იყო შემოხაზული და ხელმოწერები იყო გაკეთებული. ფაქტი შესაძლოა, ადასტურებდეს, რომ ამ ამომრჩევლის ნების კონტროლი ამ გზით ხდებოდა. ჩვენ სხვადასხვა გზებით ვნახეთ ეს - იყო მაგალითად ფოტოს გადაღება ბიულეტენებისთვის, იყო კაბინაში შეყოლა. რაც შეეხება ხელმოწერების მინიშნებას, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხდებოდა ამომრჩევლის ნების კონტროლი. ამომრჩეველს ჰქონდა დავალება, რომ მმართველი პარტიისთვის მიეცა ხმა"- ამბობს "პირველებთან" ნინო დოლიძე.