კობახიძე უნგრეთში ჩავიდა

07.11.24 12:29
კობახიძე უნგრეთში ჩავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე უნგრეთში ჩავიდა - "ქართული ოცნების" წარმომადგენელი დღეს, 7 ნოემბერს, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

სამიტზე განსახილველი მთავარი თემა ევროპის უსაფრთხოების გამოწვევებია. ამასთან, სამიტის ფარგლებში თემატური დისკუსიები მიგრაციისა და ეკონომიკური უსაფრთხოების, კავშირის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და გლობალური ვაჭრობის საკითხებზე იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე დასასწრებად არა ევროპული ლიდერების, არამედ პრორუს ვიქტორ ორბანის მიწვევით ჩავიდა.