სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის საპროტესტო ბანერის გამო ₾3000-ით დააჯარიმეს

07.11.24 12:35
სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის საპროტესტო ბანერის გამო ₾3000-ით დააჯარიმეს

სადამკვირვებლო კოალიციის, ჩემი ხმის წევრი ორგანიზაციის, სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის ცნობით, თავიანთი ოფისის აივანზე ჩამოკიდებული ბანერის გამო, მუნიციპალურმა ინსპექციამ ორგანიზაცია 3 000 ლარით დააჯარიმა.

ბანერი ქალაქ ოზურგეთში არსებული ოფისის აივანზეა გადმოფენილი. აღსანიშნავია, რომ ინსპექციამ კოალიციის წევრები 2 დღის წინ, 5 ნოემბერს პირველად - 1 500 ლარით დააჯარიმა. ორგანიზაციის მიერ გადმოფენილ ბანერზე წერია: "რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა!".