21 სათიანი სხდომა დასრულდა - სააპელაციო გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა
21 საათიანი უწყვეტი სასამართლო პროცესი დასრულდა - სააპელაციო სასამართლომ, არჩევნებში ხმების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა დაასრულა.
მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა.
გაერთიანებულია დამკვირვებელთა კოალიცია „ჩემი ხმისა“ და საიას საქმეები. მხოლოდ საიას აქვს 12 საჩივარი 40-მდე ოლქის წინააღმდეგ. ყველა მათგანი ერთ საქმედაა გაერთიანებული.
საქმეს განიხილავს მოსამართლეთა კოლეგია, რომლის ერთ-ერთი წევრი დიმიტრი გვრიტიშვილია.
საიას აღმასრულებელი დირექტორი, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ "მოლოდინი იმისა, რომ თბილისის სააპელაიო სასამართლო ქუთაისის სააპელაციოსგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას გამოიტანს, არ აქვს".
სასამართლო შეეცდება, რომ განსხვავებული პრაქტიკა არ იყოს და ამას ემსახურებოდა მათ შორის ის, რომ სარჩელები გაერთიანდა. ამ საქმის განხილვა იმიტომ გაგრძელდა ერთი დღის განმავლობაში, რომ სასამართლომ გააერთიანა 26 საქმე. ეს არის წარმოუდგენელი რამ, რომ სასამართლომ სრულყოფილად შეისწავლოს საქმის მასალები ერთ დღეში. ეს არ არის საკმარისი დრო. ამ სხდომაზე დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლებაც, იმიტომ, რომ ეს არის იყო გონივრული. ჩვენ ბევრჯერ დავაყენეთ საქმის გადადების შუამდგომლობა, აგრეთვე საქმის გაყოფის, მაგრამ ეს შუამდგომჯლობები არ კმაყოფილდებოდა", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძე.