სკანდალური მხილება: ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ჰყვება, რომ "ოცნების" წარმომადგენლები საჯარო მოხელეებს აკონტროლებდნენ, ვის მისცეს ხმა

07.11.24 13:13
სკანდალური მხილება: ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ჰყვება, რომ "ოცნების" წარმომადგენლები  საჯარო მოხელეებს აკონტროლებდნენ, ვის მისცეს ხმა

ქუთაისის მერიაში დასაქმებული მოქალაქე, ცოტნე თვარაძე ამბობს, რომ ქუთაისის მერიამ თანამდებობიდანმხოლოდ იმიტომ გაუშვა, რომ  არჩევნებზე ხმა "ქართულ ოცნებას"  არ მისცა.   

გრაფიკოს-დიზაინერი, რომელმაც ქუთაისის მერიაში, ოთხი წელი იმუშავა, სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ არჩევნების დღეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აკონტროლებდნენ საჯარო მოხელებს და მერიაში ხელშეკრულებით დასაქმებულებს ვის მისცეს ხმა.

სამსახურიდან გაშვებული თანამშრომელი ჰყვება, რომ არჩევნების დღეს უბანზე "ქართული ოცნების" დამკვირვებელმა, თითქოსდა დახმარების მიზნით ბიულეტენი და ჩარჩო კონვერტი გამოართვა, ელექტრონული ხმის მიცემის აპარატში ბიულეტენის მოთავსების დროს კი მკაფიოდ დააფიქსირა, რომ მას ხმა მმართველი პარტიისთვის არ მიუცია. 

მივიღე დავალება, რომ "ქართული ოცნებისთვის" რაღაც კონკრეტული საქმე გამეკეთებინა გრაფიკული დიზაინის კუთხით, რაზეც ვთქვი უარი, რადგან მერიის რესურსს არ უნდა იყენებდეს არცერთი პარტია. ამაზე ასე არაფერი არ უთქვამთ, უბრალოდ კარგი და ვსო.

უკვე არჩევნებზე როცა მივედი დამკვირვებელმა ჩემი ბიულეტენი, ასე ვთქვათ, კონვერტიდან გამოწია, იმ მიზნით, რომ თითქოს აპარატი ამ კონვერტს არ მიიღებდა თუ კარგად არ გამოვწევდი, თვითონ მოკიდა ხელი გამოწია და იქამდე გამოჰქონდა სანამ მარკერის კვალი არ გამოჩნდა და არ მიხვდა, რომ "ქართული ოცნებისთვის" არ მქონდა ხმა მიცემული. უკვე ამის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ კონტრაქტს აღარ მიგრძელებენ...

წელიწადნახევარზე მეტია, ბალდაში სრულ ტერორში გვაცხოვრებენ. ამ ყველაფრის მიზეზია, ის რომ ერთ პარტიას აქვს ზედმეტად დიდი ძალაუფლება, კორუფციაში არიან ჩაძირულები. ეს რომ არ გაგრძელებულიყო, ზუსტად ამ მიზნით ვიყავი არჩევნებზე. მე შეიძლება, ჩემი არჩევანის არ მეშინოდა და ხმამაღლა ვიძახდი, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც ეშინიდა. 

როცა ახლა მე გამიბედეს და მომცეს პარტიული დავალება, ყოველ შემთხვევაში, სცადეს, რომ ჩემთვის პარტიული დავალება მოეცათ, წარმოიდგინეთ, მერიაში რამდენ ადამიანს ეტყოდნენ ამას, რამდენ ადამიანს დაავალებდნენ, განა რამდენს ექნებოდა იმის სიმამაცე, ეთქვა, რომ არ შესრულებდა" - ამბობს ცოტნე თვარაძე.