სააპელაციომ არასამთავრობოების საჩივრები არ დააკმაყოფილა

07.11.24 15:14
სააპელაციომ არასამთავრობოების საჩივრები არ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობოების საჩივრები ელექტრონული არჩევნების შედეგების გაბათილების თაობაზე, არ დააკმაყოფილა - მოსამართლეთა კოლეგიამ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

მოსამართლეებს მხარეები სთხოვდნენ განმარტებები გაეკეთებინათ მათ მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუმცა არცერთი სიტყვა კოლეგიის არცერთ წევრს არ უთქვამს.

საია წერს, რომ "სასამართლო მამომრჩევლების კონსტიტუციური უფლება არ დაიცვა"

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თითქმის 24 საათიანი განხილვის შედეგად, არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა, ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის ფაქტის გამო, ბათილად ეცნო აღმოსავლეთ საქართველოს ყველა, 1293 ტექნოლოგიური უბანი. 

ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, სასამართლომ არ დაიცვა ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლება.

შეგახსენებთ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ იგივე გადაწყვეტილება მიიღო დასავლეთ საქართველოს ტექნოლოგიურ უბნებთან დაკავშირებით." - ნათქვამია საიას განცხადებაში.

ცესკო წარმომადგენელი ვერ ამბობს, რა მათი არგუმენტაციის რა ნაწილი გაიზიარა სასამართლომ და რას ეყრდნობოდა სააპელაციოს გადაწყვეტილება. 

სასამართლო რა არგუმენტაციას ეყრდნობოდა, ამ ეტაპისთვის, ჩვენთვის უცნობია, რადგან გამოცხადა მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და რეალური არგუმნტაცია საბოლოოდ აისახება დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში. აქედან გამომდინარე, რა ნაწილი გაიზირა სასამართლომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი პოზიციისა ჩვენთვისაც უცნობია", - ამბობს ცესკოს წარმომადგენელი. 

ელექტრონული არჩევნების შედეგების გაბათილების თაობაზე, სასამართლოში 24 საათი მიმდინარეობდა უწყვეტი პროცესი, რომლის ფარგლებშიც 26 საქმე გაერთიანებულად განიხილებოდა.

საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავდა, მათგან ერთ-ერთი დიმიტრი გვრიტიშვილია.