კობახიძის ვიზიტი უნგრეთში - ევროპელმა ლიდერებმა "ოცნება" დემოკრატიაზე თავდასხმასა და არჩევნების გაყალბებაში ამხილეს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოლაპარაკების მაგიდასთან ირაკლი კობახიძე, ფაქტობრივად, არჩევნების გაყალბებაში ამხილა. ასეთი რამ არასდროს მომხდარა, როდესაც ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე პრორუსი ვიქტორ ორბანის მიერ მიპატიჟებულ პრემიერს ევროპის 46 ქვეყნის ლიდერის წინაშე პირდაპირ უთხრეს, რომ საქართველოში დემოკრატიაზე თავდასხმა, ამომრჩევლის მოსყიდვა და მანიპულაცია არაერთხელ განხორციელდა.
საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ "ქართული ოცნებისთვის" მხილების სერიის მოწყობას წინ ვაიმარის სამკუთხედის უმწვავესი განცხადება უსწრებდა. ემანუელ მაკრონიმ, ოლაფ შოლცმა და დონალდ ტუსკიმ ივანიშვილის გუნდს ღიად უთხრეს, რომ თუ ყველა საჩივრის და არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობების სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიება არ ჩატარდება, საქართველო ევროკავშირს დაემშვიდობება.
ევროკავშირის სამი წამყვანი სახელმწიფოს ლიდერი "ქართულ ოცნებას" კატეგორიულად აფრთხილებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსულ კანონს არ გააუქმებენ, მთავრობა საგარეო კურსს არ შეიცვლის და ქვეყანაში საჭირო რეფორმები არ გატარდება, საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მხარს ვერ დაუჭერენ.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.