ხელის გადაგრეხვის პრინციპით აფორმებენ ოქმებს - ანა დოლიძე

07.11.24 19:52
ხელის გადაგრეხვის პრინციპით აფორმებენ ოქმებს - ანა დოლიძე

 

ვაკე-საბურთალოს საარჩევნო ოლქთან, სადაც კომისიის წევრებმა არჩევნების საბოლოო შედეგი უნდა გამოაცხადონ, კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძეც იმყოფება.

როგორც დოლიძე ამბობს, რომ ხელაღებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც ეს სხდომები უნდა იყო საჯარო, თუმცა, შენობაში არავის უშვებენ.

“ოქმის შეჯამების არსი ეს არის, რომ იყოს საჯარო და მოქალაქეებმა საკუთარი აზრი გამოხატონ“, - ამბობს დოლიძე.

წარმოუდგენელი ვითარებაა, ხელაღებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც ეს სხდომები უნდა იყო საჯარო. ოქმის შეჯამების არსი ეს არის, რომ იყოს საჯარო და მოქალაქეებმა საკუთარი აზრი გამოხატონ. მაშინ პირდაპირ ადგნენ და დაწერონ ციფრები, რასაც აკეთებენ ფაქტობრივად.  მახინჯი ფორმით, ფორმდება მიტაცება ჩვენი არჩვენების და აგერ არის გაყალბების დასაბუთება. საქართველოს მოქალაქეებდ სხდომაზე არ უშვებენ, თვითონ არიან შეკრებილები იქ, გამომწყვდეული ჰყავთ რამდენიმე  ოპოზიციონერი წევრი და ხელის გადაგრეხვის პრინციპით აფორმებენ ოქმებს. რა აქვთ გასაფორმებელი, პირწმინდად აქვთ წაგებული თბილისი, ამ გაყალბებულ არჩევნებზეც კი წააგეს. თბილისმა გაისტუმრა “ქართული ოცნება“, არ სჭირდება და სწორედ ამიტომ არიან გამოკეტილნი ამ მახინჯ შენობაში ის ხალხი, ვისზეც არის ეს რეჟიმი ჩამოკიდებული. ამ პროცედურის არსი არის ის, რომ იყოს საჯარო, ხალხს უნდა ჰქონდეს საშუალება დაესწროს. ეს ყველაფერი ძალიან მაგონებს წარსულ დროში მომხდარ პროცესებს. მარტო არის “ოცნება“, თავისი ბიუროკრატებით, გამოკეტილ ოთახში და არავითარი სურვილი არ აქვთ, საზოგადოებას ჩახედონ თვალებში“, - განაცხადა დოლიძემ. 

ვაკე- საბურთალოს საარჩევნო ოლქთან, სადაც კომისიის წევრებმა არჩევნების საბოლოო შედეგი უნდა გამოაცხადონ, პოლიციაა მობილიზებული.

ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიის ლიდერები.

სიტუაცია ამ წუთებში დაძაბულია. ადგილზე მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის შელაპარაკებაა. სამართალდამცველები საოლქოს შენობაში ოპოზიციის წევრებს არ უშვებენ.

დღეს საქართველოს მასშტაბით ყველა საოლქო კომისიაში სხდომაა ჩანიშნული, სადაც არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელი ოქმები უნდა დაიწეროს.

ცნობისთვის, ყველა საარჩვენო საუბნო საოლქო კომისიამ უნდა შედგინოს შემეჯამებელი ოქმი, რომელიც შემდეგ ცესკოში გადაიგზავნება.

მსგავსი სიახლეები