დისკომფორტი შევუქმნათ "პაგონიან" კრიმინალებს, რომლებიც სახელმწიფოს გვართმევენ და რუსეთს აბარებენ - ირაკლი წულაია

07.11.24 22:08
დისკომფორტი შევუქმნათ "პაგონიან" კრიმინალებს, რომლებიც სახელმწიფოს გვართმევენ და რუსეთს აბარებენ -   ირაკლი წულაია

“უნდა მივიდეთ და, ყოველდღე, დისკომფორტი შევუქმნათ "პაგონიან" კრიმინალებს, რომლებიც, დღეს, დგანან, სახელმწიფოს გვართმევენ და რუსეთს აბარებენ. ეს არის, ერთადერთი, გზა“, - ამის შესახებ გადაცემა “რეაქციაში“ ჟურნალისტმა, ირაკლი წულაიამ განაცხადა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ქევყანას კარგად ორგანიზებული დამნაშავეები მართავენ, რომელთაც ორგანიზებული დანაშაული ჩაიდინეს ქვეყნის წინაშე.

“ბიძინა ივანიშვილია ამ დანაშაულის ორგანიზატორი და მთლიანი ვერტიკალია, დანაშაულის შემსრულებელი,“ - აცხადებს წულაია.

ჩვენს ქვეყანას კარგად ორგანიზებული დამნაშავეები მართავენ, მათ ორგანიზებული დანაშაული ჩაიდინეს ქვეყნის წინაშე, პირველი იყო ის, რომ რუსული კანონი მიიღეს. 

ბიძინა ივანიშვილია ამ დანაშაულის ორგანიზატორი და მთლიანი ვერტიკალია, დანაშაულის შემსრულებელი. ქართველ ხალხს პირდაპირ, ნაგლად, წაართვეს საკუთარი არჩევენი.

ეს არ დაწყებულა დღეს, არც 10 დღის წინ - დაიწყო ინსტიტუტების მიერთებით, რომლითაც ყველა ის რესურსი მიისაკუთრეს, რითიც რეალურად უნდა გაკონტროლებულიყო. ესენი იყო: საგამოძიებო ნაწილი, სახალხო დამცველი. მიისაკუთრეს ყველა ინსტიტუტი, შემდეგ დაიწყეს კანონების შეცვლა.

მესმის საზოგადოების რისხვა და მეც ვარ, ხანდახან, გაბრაზებული ოპოზიციაზე, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ ოპოზიციას ებრძვის რეჟიმი, რომელსაც ყველა რესურსი აქვს იმისთვის, რომ ადამიანები გააშავოს.

ცხოვრებაში, რაც კი გამიკრიტიკებია, ყველა ოპოზიციონერს ვეუბნები, რომ ბოდიში, თქვენთან ერთად ვდგავართ, ვიბრძვით -  საქართველოსთვის, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა.

ხმები მოგვპარეს, სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი მიტაცებული აქვს და არანაირი რესურსი არ გაგვაჩნია, იმის გარდა, რომ გავიდეთ ქუჩაში და დავეჯახოთ სისტემას, ყველა იმ რესურსით, რაც გვაქვს.

ელემენტარულია, რასაც ვითხოვთ - ვინ მისცა ხმა, ვინ არის ის 2 600 000 ადამიანი, გვითხრან, ვინ აგირჩიათ. ამას არ გვიცხადებენ - საიდუმლოაო. ნება იბოძონ და გამოაქვეყნონ სიები, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მოთხოვნა“, - განაცხადა წულაიამ.

 

მსგავსი სიახლეები