კობახიძე პრეზიდენტზე: "ორი პარასკევი აქვს დარჩენილი...“

07.11.24 23:01
კობახიძე პრეზიდენტზე: "ორი პარასკევი აქვს დარჩენილი...“

პრემიერ მინისტრი პრეზიდენტის წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხვალ, ბუდაპეშტში დაგეგმილ არაფორმალურ ვიზიტს ეხმაურება და ზურაბიშვილის მიმართ არაკორექტულ ფრაზებს იყენებს.

“ორი პარასკევი აქვს დარჩენილი სალომე ზურაბიშვილს. მას გასდის ძალიან მალე ვადა ყველა თვალსაზრისით“, - ამბობს კობახიძე.

ჩვენ ვპირდებოდით საზოგადოებას და პრინციპში საზოგადოებამ გააკეთა ეს, რომ ორი პარასკევი აქვს დარჩენილი სალომე ზურაბიშვილს. მას გასდის ძალიან მალე ვადა ყველა თვალსაზრისით. შესაბამისად, რაღაცნაირად უნდა სიამოვნება მიიღოს იმ დარჩენილი ორი თვისგან, რომელიც მას აკავშირებს პრეზიდენტის თანამდებობასთან. გავა ეს ორი თვეც და სალომე ზურაბიშვილი ვერავითარ პრობლემას ვერ შეუქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, - ამბობს კობახიძე.

მსგავსი სიახლეები