თუ არის საშუალება, შედგეს პეტიცია და ვუჩივლოთ ჰააგაში ამათ სულ ყველას - კახა გოგიძე იურისტებს მიმართავს
მსახიობი კახა გოგიძე იურისტებს მიმართავს და ეკითხება, თუ არის იმის საშუალება, რომ ქართველმა ხალხმა, ვინც თვლის, რომ არჩევნები ყაჩაღურად წაართვეს, შეადგინოს პეტიცია და ამ ხელისუფლებას ჰააგაში უჩივლონ.
გოგიძის თქმით, არჩევნების გაყალბება ხომ კრიმინალია და სისხლის სამართალის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ ისე, როგორ პუტინია.
“თუ არის ამის საშუალება, შედგეს პეტიცია და ვუჩივლოთ, ჰააგაში“, - ამბობს ის.
ხალხი უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ ეს ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია. ნუ ელოდებით ნურავის, რასაც სინდისი გკარნახობთ და ხომ ზუსტად ვიცით, სიმართლე რას გკარნახობთ. სინდისი რასაც გვკარნახობს, ამ შემთხვევაში, როგორ უნდა მოვიქცეთ, აი, ის არის გასაკეთებელი.
იურისტებთან, ვინც კარგად იცის კანონები, მსოფლიოს მასშტაბით, მაქვს კითხვა და თხოვნა. თუ არის შესაძლებელი, თუნდაც უპრეცენდენტო იყოს, შედგეს პეტიცია და ქართველმა ხალხმა, ვინც ჩავთვალეთ, რომ წაგვგლიჯეს, ყაჩაღურად, წაგვართვეს არჩევნები, ვუჩივლოთ ჰააგში, ყველას, სახელებითა და გვარებით.
არჩევნების გაყალბება ხომ კრიმინალია და სისხლის სამართალში რომ მიეცეს, ისე, როგორც პუტინია, დღეს. კეთროვანი და ქვეყნებს არჩევს - სად ჩავიდეს და სად არა, რომ არ დაიჭირონ, აი, ასე იყვნენ კეთროვნები ესენი.
თუ არის ამის საშუალება, შედგეს პეტიცია და ვუჩივლოთ, ჰააგაში, რომ მსოფლიოში, ყველგან, სადაც ჩავლენ, ნორმალურ ქვეყანაში, იყვნენ დაჭერილები და კიდევ ერთხელ, ნუ ველოდებით ნურავის, ჩვენ ზუსტად ვიცით, რა არის გასაკეთებელი.
ყველამ ვიცით, რაც არის, თუ "ქოცური" მშვიდობა დადგა, ბრეხტს გაგახსენებთ - "ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ". "ქოცური" მშვიდობა არის ის, რისიც უნდა ეშინოდეს ყველას“, - ამბობს გოგიძე.