გპირდები, კობახიძე, რომ 300 ათასი კაცი დადგება ქუჩაში ძალიან მალე და დაგამთავრებთ - ირაკლი წულაია

07.11.24 23:33
გპირდები, კობახიძე, რომ 300 ათასი კაცი დადგება ქუჩაში ძალიან მალე და დაგამთავრებთ - ირაკლი წულაია

დღეს ირაკლი კობახიძეს შარლ მიშელთან უთქვამს, ოპოზიციას მხარდაჭერა არ აქვსო, გპირდები, კობახიძე, რომ 300 ათასი კაცი დადგება ქუჩაში ძალიან მალე და დაგამთავრებთ - ამის შესახებ ჟურნალისტმა, ირაკლი წუალიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

წულაია მიიჩნევს, რომ საზოგადოება 24 საათი იმაზე უნდა იყოს ორიენტირებული,  როგორ მიაყენოს ხელისუფლება კედელთან. 

“ჩვენ უნდა გამოვიდეთ და ქუჩაში უნდა ვიდგეთ“, - ამბობს წულაია.

რა მივიღეთ რუსული კანონიდან დღემდე - ჩვენ გვყავს ყველაზე დასუსტებული ბიძინა ივანიშვილი, მას გამოცლილი აქვს ყველაფერი - ძალაუფლება, ინსტიტუტები, რომლებიც, თითქოს, დაიმორჩილა, რეალურად, იმის უკან არაფერი დევს, ძალაუფლება ჩვენს ხელშია. არც გარე ლეგიტიმაცია აქვს, არც შიდა. პარლამენტში შესვლა კი არა, 24 საათი იმაზე უნდა ვიყოთ, როგორ მივაყენოთ ხელისუფლება კედელთან. ჩვენ უნდა გამოვიდეთ და ქუჩაში უნდა ვიდგეთ. დღეს ირაკლი კობახიძეს შარლ მიშელთან უთქვამს, ოპოზიციას მხარდაჭერა არ აქვსო, გპირდები, კობახიძე, რომ 300 ათასი კაცი დადგება ქუჩაში ძალიან მალე და დაგამთავრებთ“,- განაცხადა წულაიამ.  

მსგავსი სიახლეები