ეს ქვეყანა არის ჩვენი და არა ვიღაც სამკუთხედთავიანი ოლიგარქი, რუსების მონა კაცის - დათა გაბუნია
უნდა დავარწმუნოთ ყველა, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი და არა ვიღაც სამკუთხედთავიანი ოლიგარქი, რუსების მონა კაცის, - ამის შესახებ მუსიკოსმა, დათა გაბუნიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
გაბუნია მიიჩნევს, რომ “არჩევნები გადაგვახიეს თავზე და ახლა პროცესები გადადის ქუჩაში, რომელიც უნდა წარიმართოს თანმიმდევრულად“.
“შინაგანი სიმშვიდით, არვითარი რადიკალური ქმედებებით, უნდა ვიყოთ მიზანიმართულნი იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გადავარჩინოთ“, - ამბობს გაბუნია.
ფლიდური, ყაჩაღური და გაუგონარი მეთოდებით ეს არჩევნები გადაგვახიეს თავზე. ყველანაირი მომავალი ჩვენ და ჩვენ შვილებსაც მოგვისპეს, იმიტომ რომ ამის იქეთ აღარ არსებიბს არაფერი. ახლა პროცესები გადადის ქუჩაში, რომელიც უნდა წარიმართოს თანმიმდევრულად. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ადამიანები არ შევლენ პარლამენტში, იქნებიან ჩვენს გვერდით და სამწუხაროდ თუ საბედნიერიდ, ლიდერი არ გამოიძერწა, არ გამოვიდა და შესაბამისად, ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ ლიდერები.
შინაგანი სიმშვიდით, არვითარი რადიკალური ქმედებებით, უნდა ვიყოთ თანმიმდევრულნი, სწორუპოვრნი და მიზანიმართულნი იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გადავარჩინოთ და დავარწმუნოთ ყველა, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი და არა ვიღაც სამკუთხედთავიანი ოლიგარქი, რუსების მონა კაცის,“- განაცხადა გაბუნიამ.