ევროკავშირის ლიდერები დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ

08.11.24 10:10
ევროკავშირის ლიდერები დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ

დღეს ბუდაპეშტში ევროკავშირის არაფორმალური სამიტი გაიმართება, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები - საქართველოს საკითხს განიხილავენ. განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი მთავარი თემა არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი ვითარებაა.  

როგორც ღონისძიების ანონსში წერია, საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად უნდა იყოს გამოძიებული. 

ანონსის თანახმად, ივნისის თვეში გამართულ ევროპული საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლების კურსი, მათ შორის უცხოური გავლენის  გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის  ფუნდამენტურ  პრინციპებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას.

მსგავსი სიახლეები