უკრაინაში რუსული არმიის გენერალ-მაიორი მოკვდა
უკრაინაში რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, ალექსანდრე ზახარჩენკოს სახელობის მე-5 ცალკეულ მოტომსროლელ ბრიგადის მეთაური, პაველ კლიმენკო დაირუპა.
მისი სიკდვილის გარემოებები ცნობილი არ არის.
47 წლის კლიმენკოს სიკვდილის შესახებ ინფორმაცია ომის მხარდამჭერმა ბლოგერებმა გაავრცელეს.
გამოცემა "ასტრას" გამოძიების თანახმად, დონეცკის მიტოვებულ შახტში კლიმენკომ რუსი სახმედრო მოსამსახურეებისთვის საწამებელი კონცლაგერი მოაწყო. იქ სამხედროებს შეტევით ჯგუფებში მონაწილეობაზე დათანხმებას აიძულებდნენ და ფულს სძალავდნენ.
პაველ კლიმენკო გახდა მერვე რუსი გენერალი, რომელიც უკრაინაში დაიღუპა და რომლის სიკვდილიც დამოუკიდებელი მკვლევრების ან ჟურნალისტების მიერ დადასტურდა.