“ოროსანი“ ნათია თურნავა უცხოურ ვალუტას “ოცნების“ დავალებით ყიდის - თაზო დათუნაშვილი
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი სავალუტო რეზერვების ისტორიულ მინიმუმამდე დაცემას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ნიშნული კრიტიკულია და საქართველოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკისათვის საფრთხეს წარმოადგენს.
მისი თქმით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ კოლოსალური რაოდენობის ფული იქნა დახარჯული მმართველი პარტიის მიერ, ქვეყანაში საარჩევნო პერიოდისათვის - “რაც მოხმარდა ამომრჩეველთა მოსყიდვას, დაშინებას, არჩევნებში ჩარევას და ტოტალურ გაყალბებას.“
“ინფლაციის მყისიერი ეფექტის გადასაფარად იხარჯებოდა რეზერვები და არჩევნების შემდგომ მოსალოდნელია მკვეთრი ზრდა“, - ამბობს ის.
საქართველოს მოქალაქეების არჩევანის მიტაცების და ქვეყნის გარუსების სპეცოპერაცია ჩვენი, გადასახადების გადამხდელთა ფულით და ქართული ეკონომიკის ხარჯზე მოხდა.
ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები უპრეცედენტო და რეკორდული ოდენობის თანხით, დაახლოებით 627 მილიონი დოლარით შემცირდა ერთთვიან ვადაში, მხოლოდ ოქტომბერში. რეზერვები საგრძნობლად დაბალ ნიშნულზეა და დღეის მდგომარეობით 4.08 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მაღალი რისკის ფაქტორია ჩვენი ეკონომიკისათვის.
ეროვნული ბანკის განმარტებები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და არ შეესაბამება რეალობას. ოცნების სრულად კონტროლირებადი ოროსანი ნათია თურნავა უცხოურ ვალუტას ყიდის ოცნების დავალებით და საარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა სხვადასხვა ფორმით მოსყიდვის მიზნით.
ის რომ, ეს ნიშნული კრიტიკულია და საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკისათვის მოკლე და საშუალო პერიოდში. ამის შესახებ გვაფრთხილებდნენ საერთაშორიო ფინანსური ინსტიტუტები:
გლობალ ფაინანსმა ქალბატონი თურნავა ოროსნად გამოაცხადა და D ქულით შეაფასა მისი საქმიანობა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი ურჩევდა ეროვნულ ბანკს რომ რეზერვები ასე არ გაეყიდა.
ამის შესახებ ისაუბრა სარეიტინგო კომპანია ფიჩმა - რომლისთვისაც თვალსაჩინოა რომ, არცერთი BB რეიტინგის ქვეყანა არ ფლობს ასეთ მცირე სავალუტო რეზერვებს.
ჯამში, 1,3 მილიარდ დოლარზე მეტი რეზერვი გაიყიდა წელიწადზე ცოტა მეტ დროში, გამოდის რომ ქართული ოცნების ამ ძალადობრივმა და ბოროტმა კამპანიამ უფრო დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს საჯარო ფინანსებს და ჩვენს ეკონომიკას, ვიდრე ჯამში მთელმა პანდემიურმა პერიოდმა. პანდემიის ყველაზე რთულ თვესაც კი არ მომხდარა ამდენი უცხოური ვალუტის გაყიდვა სიტუაციის დასაჭერად.
ეს რიცხვები პირდაპირ გვეუბნება რომ, კოლოსალური რაოდენობის ფული იქნა დახარჯული მმართველი პარტიის მიერ, ქვეყანაში საარჩევნო პერიოდისათვის - რაც მოხმარდა ამომრჩეველთა მოსყიდვას, დაშინებას, არჩევნებში ჩარევას და ტოტალურ გაყალბებას.
ზოგადად ქართული ეკონომიკის პროგნოზები ვერ იქნება პოზიტიური და რეზერვების ფლანგვაც მხოლოდ ერთი სიმპტომია იმ უმძიმესი ბაცილისა, რასაც რუსეთი ჰქვია ქართულ ეკონომიკაში. მოკლე და საშუალო ვადიანი პროგნოზი პოლიტიკური იზოლაციის პირობებში საკმაოდ მძიმე იქნება:
მოსალოდნელია ჩვენი სუვერენული რეიტინგის კლება 2025 წელს, გამომდინარე სისტემური იზოლაციიდან
გარდაუვალია ინფლაცია, რადგან სწორედ ინფლაციის მყისიერი ეფექტის გადასაფარად იხარჯებოდა რეზერვები და არჩევნების შემდგომ მოსალოდნელია მკვეთრი ზრდა.
დიდი ალბათობით, საერთაშორისო სანქციები დააზიანებს როგორც სახელმწიფოს რეპუტაციას, ასევე ყველა სწორი ინვესტიციის პერსპექტივას,“- განაცხადა დათუნაშვილმა.