საბა ბუაძე პროკურატურაში დაიბარეს

08.11.24 14:04
საბა ბუაძე პროკურატურაში დაიბარეს

კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

საქმე არჩევნების გაყალბების საქმეზე დაწყებულ გამოძიებას ეხება. 

ბუაძე გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვს.

"ამ "პატიოსან" მკერავ-პროკურორთა სახლში მისვლას ცხადია არ ვაპირებ და ველოდები დაკითხვას მაგისტრი მოსამართლის წინაშე. ამასობაში ვინმემ თუ მოისმინეთ პროკურატურისგან, რა ნაბიჯები გადაიდგა არჩევნების დღეს დადასტურებულ დანაშაულებრივ შემთხვევებზე?", - წერს ბუაძე.

ბოლო რამდენიმე დღეა, პროკურატურა გამოკითხვაზე პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს იბარებს. 

გამოკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილი უწყებას ურჩევს, "თავისი საქმე" აკეთოს და და "პოლიტიკური ანგარიშსწორებას"  მოეშვას.