ირაკლი კუპრაძე გამოკითხვაზე დაიბარეს
ირაკლი კუპრაძე გამოკითხვაზე დაიბარეს - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერი სოციალურ ქსელში წერს.
კუპრაძე მზადაა მაგისტრი მოსამართლის წინაშე არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებებით წარსდგეს.
ქართული ოცნება აგრძელებს საგამოძიებო ფარსს პროკურატურის მონაწილეობით.
დამირეკეს და დამიბარეს გამოკითხვაზე პროკურატურაში. რა თქმა უნდა პროკურატურას ვუცხადებ უნდობლობას. თუმცა მზად ვარ, სასამართლოში, მაგისტრატ მოსამართლესთან წარვადგინო და ვამხილო ქართული ოცნების გაყალბების სქემა.