,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს

19.03.21 14:43
,,ნაციონალური მოძრაობის"   ოფისზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი, დიმიტრი კასრელიშვილი, დააკავა.  დაკავებული ბრალს აღიარებს.   დიმიტრი კასრელიშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში ცხოვრობს, მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ კასრელიშვილი აპოლიტიკური აადამიანი იყო და არავის დავალებით არ მოქმედებდა. კასრელიშვილი წინასწარი დაკავების საკანში ზის და ბრალის წაყენებას ელოდება.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ  მომხდარის უკან ,,ქართული ოცნება" დგას და ეს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ  პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო.