კობახიძე ამტკიცებს, რომ ქვეყანაში "უმაღლესი ხარისხის" არჩევნები ჩატარდა
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ საქართველოში არჩევნები "უმაღლეს ხარისხში" ჩატარდა. პრემიერი ირწმუნება, რომ გაყალბებას ადგილი არ ჰქონდა და ოპოზიცია პარალელური დღის წესრიგის შექმნას "ფუჭად ცდილობს".
კობახიძის თქმით, არჩევნები დასრულებულია და ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება.
ეს არჩევნები არის დამთავრებული. უახლოეს მომავალში შეჯამდება არჩევნების შედეგები ცესკოს მიერ. ამის შემდეგ ძალიან მალე შედგება პარლამენტის პირველი შეკრება, ამის შემდეგ რამდენიმე დღეში ჩამოყალიბდება მთავრობის შემადგენლობა. რაც შეეხება ოპოზიციას, ცდილობენ, შექმნან პარალელური დღის წესრიგი, თუმცა ამას ვერ ამოახერხებენ. 4 წლის წინ მათ ჰქონდათ ერთგვარი წარმატებული მცდელობა, სხვა დღის წესრიგში გაადეყვანათ ჩვენი ქვეყნის განვითარება და შესაბამისი პროცესები. მაშინ, გახსოვთ, კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყნის გასვლა, პარლამენტის საბოტაჟი, 19 აპრილის შეთანხმება, ამის არავითარი რესურსი დღეს აღარ არსებობს. თავიდან დაიწყეს საუბარი, რომ 300 ათასი ხმა გაყალბდა, საერთოდ არაფერი არ იყო ამის საფუძველი, შემდეგ ჩამოვდნენ 200 ათასზე, როცა ნახეს,რ ომ ჭარბ რიცხვზე საუბრობდნენ და მერე რომ ნახოს, რომ 335 ათასი ხმაც გვყოფნიდა იმისთვის, რომ არ ჩამოვცილებოდით ოპოზიციას, დაიწყეს საუბარი 400 ათას ხმაზე. ეს ერთნაირი სიყალება, სინამდვილეში, საქართველოში ჩატარდა უმაღლესი ხარისხის არჩევნები, - ამბობს კობახიძე.