პროტესტის შაბათ-კვირა - ოპოზიცია მარშისთვის ემზადება

08.11.24 17:01
პროტესტის შაბათ-კვირა - ოპოზიცია მარშისთვის ემზადება

9 ნოემბერი, 15:00 საათი - პროდასავლური ოპოზიცია მოქალაქეებს ისევ საპროტესტო შეკრებაზე ელოდებაა.

შაბათის მსვლელობა ქალაქის ორი ცენტრალური ლოკაციიდან დაიწყება. პროტესტის მიზანი მოპარული არჩევნების დაბრუნებაა.

პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ მხოლოდ დაუღალავი ბრძოლით და რეჟიმის შეწუხებით არის შესაძლებელი დასახული მიზნის მიღწევა და დემოკრატის გადარჩენა.

მსვლელობა დაიწყება სხვადასხვა ადგილიდან და შეკრების ბოლო ადგილი იქნება პარლამენტი, მთავარი მიზანია, რომ ქალაქმა გამოიღვიძოს. აქამდე ჩატარებულ ყველა მარშზე ჩანს, ფანჯრებიდან, ტრანსპორტიდან, ქუჩებიდან ადამიანების მხარდაჭერა, სწორედ ესაა მიზანი, რომ თბილისი, რომელმაც გაყალბების მიუხედავად გაიმარჯვა პრორუსულ ოცნებაზე, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს საკუთარი მომავლის დაცვაში“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ჩვენი ბრძოლის ძირითადი ღერძი ეს არის ქუჩაში უწყვეტად ბრძოლა და პროტესტი, რომელიც ამ სისტემას ჩამოშლის, ვიკრიბებით 2 ლოკაციაზე- გვექნება მსვლელობა და გვინდა ყველას ჰქონდეს განცდა, რომ გაჩერებას არავინ აპირებს. იქნება მწვავე, ძლიერი და ერთიანი აქციები“,- განაცხადა ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები