როგორ აძლევდნენ ხმას სხვისი პირადობით და როგორ ტრიალებდა კარუსელი - სისტემას ამომრჩევლები ამხელენ

08.11.24 20:15
როგორ აძლევდნენ ხმას სხვისი პირადობით და როგორ ტრიალებდა კარუსელი - სისტემას ამომრჩევლები ამხელენ

 

როგორ აღმოჩნდა საარჩევნო უბანზე მისული ქალი კაცი? როგორ მისცა ხმა სამტრედიის მე-18 საარჩევნო უბანზე იმაზე მეტმა კაცმა ამომრჩეველმა ხმა, ვიდრე ეს ერთიან სიაშია რეგისტრირებული? - ამ კითხვებმა ცესკოს პრესსპიკერი წყობიდან გამოიყვანა. 

გაყალბების შესაძლო სქემა, რაზეც ცესკოში მეორე დღეა პასუხი არ აქვთ, "სამართლიანმა არჩევნებმა" გაშიფრა. ცესკოდან გამოთხოვილი დოკუმენტების დადარებით სადამკვირვებლო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ არსებობს უბნები, სადაც ხმის მისაცემად მისული კაცი ამომრჩევლის რაოდენობა აღემატება ამავე უბნის სიაში რეგისტრირებულებს - ეს კი სამართლიანი არჩევნებისთვის ე.წ. კარუსელს ადასტურებს. 

რატომ გაურბის ცესკო პასუხისმგებლობას? -არჩევნების შემდეგ თითქმის ყოველდღიურად ცესკო თავის მართლების რეჟიმშია. ის, რაზეც თავად არის პასუხისმგებელი, აბრალებს სხვას - ამბობს, რომ ბიულეტენებიდან მელნის გაჟონვა მათი ბრალი არ არის, ხმის ფარულობის დარღვევასაც ამომრჩეველს აბრალებენ, გენდერულ დისბალანსზე კი პასუხისმგებლობას საუბნო კომისიების რეგისტრატორებს აკისრებენ.

როგორ აძლევდნენ ხმას სხვისი პირადობებით და როგორ ტრიალებდა კარუსელი? - ახალ მტკიცებულებებს "სამხრეთის კარიბჭე" ასაჯროებს. ირკვევა, რომ გაყალბების სქემაში კომისიის წევრები იყვნენ ჩართულები, რადგან ისინი ატარებდნენ ყალბი პირადობების მოწმობებით მისულ პირებს. მაგალითად, ჯავახეთში, ერთ-ერთი ქალი ყვება, რომ რუსეთში მცხოვრებმა მისმა შვილმა დაურეკა და მისი და მისი ოჯახის წევრების პირადობებისთვის ფოტოების გადაღება და გადაგზავნა სთხოვა - შუახნის ქალი ამბობს, რომ არჩევნებზე არ მისულა, თუმცა ირწმუნება, რომ ხმა მის ნაცვლად სხვამ ნამდვილად მისცა.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები