სადამკვირვებლო მისიებმა ვერ თქვეს, რომ არჩევნები დემოკრატიულ სტანდარტებს შეესაბამებოდა - საბანაძე

08.11.24 19:18
სადამკვირვებლო მისიებმა ვერ თქვეს, რომ არჩევნები დემოკრატიულ სტანდარტებს შეესაბამებოდა - საბანაძე

ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს "ტვ პირველის" ეთერში ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი, ნატალი საბანაძე აფასებს - დიპლომატი აცხადებს, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც სადამკვირვებლო მისიებმა ვერ თქვეს, რომ არჩევნები დემოკრატიულ სტანდარტებს შეესაბამებოდა.

ნატალია საბანაძე ყურადღებას წინასაარჩევნო პერიოდზეც ამახვილებს და აღნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის წინასაარჩევნო გარემო არათანაბარი იყო.

"განხორციელდა საკმაოდ სერიოზული ზეწოლა თანამშრომლებზე, განსაკუთრებით რეგიონებში" - ამბობს დიპლომატი.

პირველად ვხედავთ, როდესაც საქართველოში დამკვირვებლები არჩევნებს დააკვირდნენ და ვერ ამბობს, რომ საქართველოში ჩატარდა ღია და გამჭვირვალე არჩევნები და რომ ეს არჩევნები დემოკრატიულ სტანდარტებს შეესაბამებოდა. ეს მისია ხედავს, რომ დიდი ნაწილი ზეწოლის, ზეგავლენის, რომელმაც თავისი შედეგი იქონია არჩევნებზე, მოხდა არა არჩევნების დღეს, არამედ მანამდე. ის, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის სათამაშო ველი იყო ძალიან არათანაბარი, არ არის დამოუკიდებელი ინსტიტუტები, როგორ ხდებოდა დაკომპლექტება კომისიების და ა.შ.. ამის გარდა, ხედავდნენ იმასაც, რომ იყო საკმაოდ სერიოზული ზეწოლა თანამშრომლებზე, განსაკუთრებით, რეგიონებში. არჩევნების გაყალბების მეთოდები ყოველ წელს უფრო და უფრო იხვეწება", - ამბობს ნატალია საბანაძე.

მსგავსი სიახლეები