სტრატეგიული მოკავშირეების რუსეთით ჩანაცვლება ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცევს - ბოკუჩავა

08.11.24 21:34
სტრატეგიული მოკავშირეების რუსეთით ჩანაცვლება ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცევს - ბოკუჩავა

ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასა და ქართველი ხალხის ხმების მოპარვაში "ქართულ ოცნებას" "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა ადანაშაულებს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის გუნდმა ქვეყნის მომავალი მოიპარა, თუმცა მისივე განმარტებით, მიუხედავად ამისა, ევროკავშირმა საქართველოს ზურგი არ უნდა აქციოს, რადგან ამ შემთხვევაში, ქვეყანა ბელარუსიზაციის გზას დაადგება.

"სტრატეგიული მოკავშირეების რუსეთით და ვენესუელათი ჩანაცვლება საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცევს" - ამბობს ბოკუჩავა. 

ყველა ინდიკაცია არსებობს იმის, რომ ივანიშვილმა ამ არჩევნებში ხალხს არ მისცა შესაძლებლობა იმის, რომ თავიანთი ევროპული მისწრაფებების რეალიზება მოეხდინათ საერთაშორისო ყუთთან. მათ მოიპარეს ხალხის არჩევანი, ქვეყნის მომავალი. თუ ევროკავშირი ჩვენ ქვეყანას ივანიშვილის მოქმედებების გამო ზურგს შეაქცევს, ნამდვილად ბელარუსიზაციის გზა არის. არჩევნებს არ აღიარებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მაგრამ აღიარებს ვენესუელა, ნიკარაგუა, რუსეთი. როდესაც სტრატეგიულ ქვეყნებად ხდება ამ ქვეყნების ჩანაცვლება, ყველას კარგად ესმის, რომ ეს საქართველოსთვის საერთაშორისო იზოლაციისკენ გზა არის", - ამბობს თინა ბოკუჩავა. 

მსგავსი სიახლეები