არჩევნების სავარაუდო გაყალბება - ოპოზიციამ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მტკიცებულებები გადასცა
არჩევნების სავარაუდო გაყალბება - ცესკოს ოპოზიციონერმა წარმომადგენლებმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მტკიცებულებები გადასცა. დილიდან ეუთო/ოდირის, აირაისა და ენ-დი-აის წარმომადგენლები პოლიტიკოსებთან შეხვედრას ცესკოში მართავდნენ. ხმების ხელოვნური გამრავლების, დაშინების, მოსყიდვის ტერორისა და ზეწოლის ყველა ფაქტის შესახებ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები უკვე ინფორმირებულები არიან. სწორედ ამ ორგანიზაციებმა უნდა შეაფასონ და თქვან, იყო თუ არა არჩევნების პროცესი თავისუფალი და სამართლიანი.
ოპოზიციონერების თქმით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ფარულობის პრინციპის დარღვევაზე გამახვილდა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონოდათ სრული სურათი იმასთან დაკავშირებით, რა ხდება საარჩევნო ადმინისტარციაში. როგორ მიზანმიმართულად ცდილობდა "ქართული ოცნება" მიეღო 26 ოქტომბრის შედეგი, როგორ ცდვლიდა კანონმდებლობას, როგორ აკომპექტებდა საარჩევნო ადმინისტრაციის ქვედა დონეებს და როგორ ამზადებდა ამ სპეცოპერაციას. გამახვილდა, პირველ რიგში იმაზე ყურადღება, რაც უდავოა, კერძოდ, ფარულობის პრინციპის ტოტალური, მასობრივი დარღვევა და აგრეთვე ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია და ვისაუბრეთ მტკიცებულებებზე იმ "კარუსელის" შესახებ, რომელმაც შესაძლებელი გახდა "ქართული ოცნების" ეს შედეგი", - განაცხადა "ძლიერი საქართველოს" ცესკოს ოპოზიციონერმა წევრმა, გიორგი სიორიძემ.
საერთაშორისო სამადაკვირვებლო მისებს აგრეთვე მიეწოდათ ინფორმაცია საუბნო-სარჩევნო კომისიის წევრების შესახებაც, რომლებიც "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირთაძის თქმით, "ოცნებას" მასთან ახლო კავშირში მყოფი პირებით იყვნენ დაკომპლექტებული.
ჩვენ ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდეთ, თუნდაც საოლქო საარჩევნო წევრების არჩევა, რომლებიც მიკერძოებულები იყვნენ. საუბნო-სარჩევნო კომისიის წევრები, რომლებიც პირდაპირ პარტაქტივი იყო მმართველი პარტიის. შესახბამისად, ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში, მმართველ პარტიას მანიპულაციის საშუალება მისცა", - ამბობს დავით კირთაძე.