ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭო 18 ნოემბერს საქართველოში ვითარებაზე იმსჯელებს
26 ოქტომბრის არჩევნები და საქართველოში არსებული ვითარება - საგარეო ურთიერთობათა საბჭო, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან შედგება, 18 ნოემბერს საქართველოს შესახებ იმსჯელებს.
„საბჭო 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე მოსაზრებებს გაცვლის“, – აღნიშნულია საბჭოს დღის წესრიგში.
საბჭოს სამსჯელო საკითხებს შორისაა ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, ევროკავშირის და შეერთებული შტატების ურთიერთობა, ვითარება ახლო აღმოსავლეთში.