არჩევნების სავარაუდო გაყალბებების კიდევ ერთი შემთხვევა - რა მოხდა ბოლნისის სოფელ დარბაზის 51-ე უბანზე

09.11.24 13:50
არჩევნების სავარაუდო გაყალბებების კიდევ ერთი შემთხვევა - რა მოხდა ბოლნისის სოფელ დარბაზის 51-ე უბანზე

არჩევნების სავარაუდო გაყალბებების კიდევ ერთი შემთხვევა - ბოლნისის სოფელ დარბაზის 51-ე უბანზე, სადაც კენჭისყრა ძველი მეთოდით ჩატარდა, ბიულეტენი, სავარაუდოდ, გააყალბეს. 

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, რომლითაც ირკვევა, რომ სამ ბიულეტენზე, რომელსაც ამომრჩევლის ხელმოწერა ჰქონდა, პოლიტიკური სუბიექტი შემოხაზული არ იყო. თუმცა როგორც დამკვირვებელი "პირველებთან" ამბობს, არჩევნების დასრულების შემდეგ აღნიშნული ბიულეტენი 41 ნომერს მიაკუთვნეს. 

სამ ბიულეტენზე, მხოლოდ და მხოლოდ, ხელმოწერა ჰქონდა გაკეთებული, შემოხაზული არ იყო. შესაბამისად მე ვედავებოდი, რომ ეს იყო ბათილი ბიულეტენი. ამ საკითხზე მე საჩივარი დავწერე, მაგრამ ყველაზე დიდი საოცრება რაც იყო, აღმოვაჩინე დღეს, რომ შემოუხაზავი ბიულეტენი არჩევნების შემდეგ ვიღაცამ შემოხაზა და მიაკუთვნა 41-ს. შემოხაზა უშუალოდ არჩევნების დასრულების შემდეგ", - ამბობს ნოდარი ინაძე. 

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ცესკოში, დავით კირთაძე კი ამბობს, რომ ბოლნისის მაგალითი დასტურია იმისა, რომ "ქართული ოცნებისთვის" დამატებითი ხმების მოპოვების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ საუბნო საარჩევნო კომისია მმართველი პარტიის მხარდამჭერებით დააკომპლექტა. 

ბოლნისის მაგალითი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ზუსტად იმიტომ დააკომპლექტა საუბნო საარჩევნო კომისია მმართველი პარტიის მხარდამჭერებით, რომ ამდაგვარი მანიპულაციებით მმართველი პარტიისთვის დაემატებინათ ხმები, რაც საბოლოო ჯამში, არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. შეიძლება პირდაპირ ვთქვათ, რომ არჩევნები ამდაგვარი პროცესებით გაყალბდა მთელ საქართველოში. არ ვიცით, მანდ სხვა რამდენი პრობლემა იყო და რა სახის დარღვევები არსებობდა, ამიტომ, თუ საჭიროება გახდა, უბნის ბათილობაც უნდა დადგეს საკითხის ქვეშ", - ამბობს დავით კირთაძე.

ამასთან, მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით "პირველებმა" ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც მიმართა, საიდანაც მიიღო პასუხი, რომ ბიულეტენი ავთენტური იყო. 

მსგავსი სიახლეები