''მოვითხოვთ გაყალბებული არჩევნების შედეგების გაუქმებას'' - ემიგრანტები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან
თბილისის პარალელურად, საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან ემიგრანტებიც. დღეს 11 ევროპულ ქალაქში გაიმართება დემონსტრაცია მოწოდებით ''არა რუსულ რეჟიმს''.
მოქალაქეები შეიკრიბებიან: ბერლინში, ვარშავაში, პარიზში ათენსა და ვენაშიც. აქცია ევროპის დროით შუა დღის სამ საათზეა დაანონსებული.
ემიგრანტების მთავარი მოთხოვნაა, რომ არ მიეცეს ლეგიტიმაცია გაყალბებულ არჩევნებს. ისინი ასევე ცესკოს თავმჯდომარის და არჩევნების გაყალბებაზე პასუხისმგებელი პირების გადადგომას მოითხოვენ.
მოვითხოვთ გაყალბებული არჩევნების შედეგების გაუქმებას, ცესკოს თავმჯდომარის და მთელი ადმინისტრაციის გადადგომას. ასევე მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ არ აღიაროს არჩევნების შედეგები, რადგან ეს არ ასახავს ქართველი ხალცის ნებას.- ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი.