26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები კეტავს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს - გიგი წერეთელი

09.11.24 13:18
26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები კეტავს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს - გიგი წერეთელი

''ორშაბათს ჩამოდიან ევროპის ქვეყნების ლიდერები და საუბარი იქნება იმ მნიშვნელოვან და რთულ საკითხზე, რაც უკავშირდება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, მიტაცებულ, გაყალბებულ არჩევნებზე, არამარტო ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც ბევრი ადამიანი ლაპარაკობს. ” - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა. 

მისი შეფასებით, 26-ს ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს ჩაკეტავს.

ჩვენ ყოველდღიურად ვისმენთ განცხადებებს, მოწოდებებს - კრიტიკას, გამოძიების მოთხოვნას, შესაბამისად ყურადღება არის და ეს ყურადღება იქნება მანამ, სანამ არ იქნება ძალიან მკაფიო პასუხი იმაზე, რაც მოხდა ამ არჩევნებზე და რაც ჩვენ და საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის. ევროპის ლიდერები ჩამოდიან თბილისში, ესენი ძირითადად არიან საგარეო კომიტეტების ხელმძღვანელები და საუბარი იქნება იმ მნიშვნელოვან და რთულ საკითხზე, რაც უკავშირდება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, იმ მიტაცებულ არჩევნებს, იმ ფალსიფიცირებულ შედეგს, რასაც დღეს არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც ძალიან ბევრი ადამიანი ლაპარაკობს.

ეს არჩევნები კეტავს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რაც არის ძალიან მძიმე ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენი პარტნიორები, რომლებიც ორშაბათს ჩამოდიან არიან საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერები და იმიტომაც აქვთ ასეთი რეაქციაც ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით.” - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მსგავსი სიახლეები