აქცია არ შეჩერდება, სანამ ჩვენი საზოგადოების ნაწილში იქნება პროტესტის განცდა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით - გიგი წერეთელი

09.11.24 13:31
აქცია არ შეჩერდება, სანამ ჩვენი საზოგადოების ნაწილში იქნება პროტესტის განცდა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით - გიგი წერეთელი

“თითქმის ყოველდღიურად ვხედავთ სხვადასხვა ტიპის აქციას და ეს პროცესი არ შეჩერდება, სანამ ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში იქნება პროტესტის განცდა არჩევნების შედეგებთან და იმ ოპერაციასთან დაკავშირებით, რომელიც 26 ოქტომბერს ჩატარდა.” - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, გიგი წერეთელმა დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი აქცია იქნება დემონსტრირება საპროტესტო განწყობის, რომელიც არა მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებში, არამედ საზოგადოების უმრავლესობაშია.

კოორდინაცია არის პრეზიდენტთანაც, ასევე საზოგადოების ბევრ ჯგუფთან. ითქვა, რომ პროტესტი იქნება განგრძობითი. თითქმის ყოველდღიურად ვხედავთ სხვადასხვა ტიპის აქციას - ზოგი უფრო მცირე მასშტაბისაა, ზოგი - დიდი. ეს პროცესი არ შეჩერდება, სანამ ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში იქნება ასეთი პროტესტის განცდა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით და იმ ოპერაციასთან დაკავშირებით, რომელიც 26 ოქტომბერს ჩატარდა.

შესაბამისად, დღეს 2 ადგილას იქნება შეკრება: ქავთარაძეზე, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტთან“ და მარჯანიშვილის მოედანზე. ეს იქნება დემონსტრირება საპროტესტო განწყობის, რომელიც არა მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებშია, არამედ საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც თავად დარწმუნდა, რასთან გვქონდა საქმე 26 ოქტომბერს და როგორ მოხდა შედეგების, არჩევანის ცვლილება მთელი რიგი მანიპულაციებით. საუბარია, ფარულობის დარღვევაზე, პირადი ინფორმაციის მითვისებაზე და შემდეგ გამოყენებაზე, მოსყიდვასა და სხვა ტიპის მანიპულაციებზე. ამაზე არა მხოლოდ ჩვენი დამკვირვებლები, არამედ საერთაშორისო დამკვირვებლებიც საუბრობენ.”- განაცხადა გიგი წერეთლმა
 

მსგავსი სიახლეები