"ოცნებას" არჩევნების გაყალბების საშუალება მისცა ცესკომ, ამის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მივაწოდეთ" - დავით კირთაძე

09.11.24 13:29
"ოცნებას" არჩევნების გაყალბების საშუალება მისცა ცესკომ, ამის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მივაწოდეთ" - დავით კირთაძე

“მმართველ პარტიას მანიპულაციების საშუალებები, რომ გაეყალბებინათ არჩევნები, ამის საშუალება მისცა ცესკომ, რის შესახებაც  ინფორმაცია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მივაწოდეთ.” - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ცესკოში, დავით კირთაძემ განაცხადა.

ცესკოს ოპოზიციონერი წარმომადგენლები  ENEMO, IRI, NDI და ODHIR-ი წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ცესკოს ოპოზიციონერი წევრები შევხვდით საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებსაც ინფორმაცია მივაწოდეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის მიერ არჩევნების გამოცხადების დღიდან არჩევნების დღემდე თუ რა არასამართლებრივი გადაწყვეტილებები მიიღო ადმინისტრაციამ, რამაც გამოიწვია შემდგომში, რომ მანიპულაციების საშუალებები მისცა მმართველ პარტიას და საბოლოო ჯამში არჩევნების დღეს ყველამ ვიხილეთ გაყალბების მეთოდები.” - განაცხადა დავით კირთაძემ.
 

მსგავსი სიახლეები