ივანიშვილი ტერორისტების გვერდში მდგომი მთავრობის ამარა დარჩა... პროტესტი გაგრძელდება - მამუკა ხაზარაძე

09.11.24 15:16
ივანიშვილი ტერორისტების გვერდში მდგომი მთავრობის ამარა დარჩა... პროტესტი გაგრძელდება - მამუკა ხაზარაძე

ივანიშვილი ტერორისტების გვერდში მდგომი მთავრობის ამარა დარჩა - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომელიც მეტროსადგურ მარჯანიშვილის მოედანთან მჯივიდა, სადაც ამ წუთებში აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ პროტესტი გაგრძელდება და მასშტააბურ ხასიათს მიიღებს.

გავაგრძელებთ ამას მასშტაბურად ყოველდღიურად, სანამ არ მივაღწევთ შედეგს. მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, ჩვენ გვყავს ხელისუფლება და პრემიერი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ იდგა ირანში სამძიმარზე ''ჰეზბოლას'' და ''ჰამასის'' ლიდერების გვერდზე, სადაც ხმამაღლა იძახდნენ სიკვდილი ამერიკას და ისრაელს. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ჩვენ ქვეყანას ჰყავს, ხელისუფლება, რომელიც დგას ტერორისტებთან და იმ ძალებთან ,რომლებსაც არ უნდა იხილონ საქართველო არც ევროკავშირში, თავისუფალი და დამოუკიდებელი. ეს არის ხელისუფლება, რომელსაც ცივილური ქვეყნის ლიდერები ხელს არ ჩამოართმევენ. 
მთელი ძალაუფლება უნდა იყოს ხალხის ხელში, პროტესტი უნდა გადმოვიდეს ხალხის ხელში, თუ გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანას და შვილებს მივცეთ ნამდვილად ძლიერი და კარგი მომავალი. ძალა იგრძნობა და გრძნობენ, რომ ეს პროტესტი გაგრძელდება. ბიძინა ივანიშვილი პანიკაშია, რადგან დარჩა მთავრობის ამარად რომელიც არის ტერორისტების გვერდში მდგომი. ეს არის ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ ილაშქრებს შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ანაკლიის ჩაგდებული პროექტი მინდა გავახსენო მათ. ჩვენ ვდგავართ ისტორიის გასაყარზე. ამ გასაყარის გამარჯვება არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ხელში. უფრო მეტნი უნდა ვიყოთ, ეს პროტესტი გამოიღებს შედეგს, ამ მომენტს ვერ გავუშვებთ ხელიდან, ამ ისტორიულ მომენტს საქართველო გავიყვანოთ სამშვიდობოდ, მშვიდობიან გარემოში რასაც ევროპა ჰქვია",- ამბობს მამუკა ხაზარაძე.

არა რუსულ არჩევნებს - არა რუსულ რეჟიმს - ამ წუთებში დედაქალაქში საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. თბილისის ქუჩებში მოქალაქეები გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად გადიან. 

მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერები ამ წუთებში, ქალაქის ორ ლოკაციაზე იკრიბებიან.

ხალხის ნაწილი მეტროსადგურ სახელწიფო უნივერსიტეტის, ნაწილი კი მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიებიდან დაიძვრებიან. 

ფოტო: IPN

მსგავსი სიახლეები