ქვეყნის დასახსნელად გვაქვს მხოლოდ ერთი გზა, ეს არის აქტიურობა და ყოველდღიური პროტესტი - ბოკუჩავა

09.11.24 15:27
ქვეყნის დასახსნელად გვაქვს მხოლოდ ერთი გზა, ეს არის აქტიურობა და ყოველდღიური პროტესტი - ბოკუჩავა

ქვეყნის დასახსნელად გვაქვს მხოლოდ ერთი გზა, ეს არის აქტიურობა და ყოველდღიური პროტესტი - ამის შესახებ "მარჯანიშვილის" მოედანზე მისულმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. 

ბოკუჩავას თქმით, ახლა სასწორზე ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი დგას.

მნიშვნელოვანია მუდმივი აქტიურობა, ადამიანების პროტესტი, იმისთვის რომ ახლანდელი ვითარება, როცა ამ არჩევნებს არ აქვს საერთაშორისო აღიარება. კარგად უნდა გვესმოდეს, ივანიშვილი ცდილობს ქვეყანა  მოაქციოს ტოტალურ საერთაშორისო იზოლაციაში, რაც გამოიწვევს როგორც პოლიტიკურ იზოლაციას, ასევე ეკონომიკურ იზოლაციას, სადაც საფრთხე შეექმნება მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას, გზავნილებს ევროპიდან, რომელზეც დგას ქართული ეკონომიკა. ქვეყნის დასახსნელად გვაქვს მხოლოდ ერთი გზა, ეს არის აქტიურობა და ყოველდღიური პროტესტი - ამბობს თინა ბოკუჩავა.  

არა რუსულ არჩევნებს - არა რუსულ რეჟიმს - ამ წუთებში დედაქალაქში საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. თბილისის ქუჩებში მოქალაქეები გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად გადიან. 

მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერები ამ წუთებში, ქალაქის ორ ლოკაციაზე იკრიბებიან.

ხალხის ნაწილი მეტროსადგურ სახელწიფო უნივერსიტეტის, ნაწილი კი მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიებიდან დაიძვრებიან. 

მსგავსი სიახლეები