უნდა ვიბრძოლოთ და არ უნდა გავიბზაროთ - ელისაშვილი

09.11.24 15:31
 უნდა ვიბრძოლოთ და არ უნდა გავიბზაროთ - ელისაშვილი

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მარჯანიშვილის მოედანზე მივიდა, სადაც ამ წუთებში საპროტესტო აქცია იწყება. 

ელისაშვილის თქმით, ბრძოლა უნდა იყოს ბოლომდე. 

მთავარია მოხდეს გამოძიება, იდება მტკიცებულებები. მივაღწევთ აუცილებლად საერთაშორისო გამოძიებას და მივაღწევთ ახალი და პატიოსანი არჩევნების დანიშვნას. არ უნდა შევეგუოთ,  უნდა ვიბრძოლოთ და არ უნდა გავიბზაროთ -ამბობს ალეკო ელისაშვილი.

არა რუსულ არჩევნებს - არა რუსულ რეჟიმს - ამ წუთებში დედაქალაქში საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. თბილისის ქუჩებში მოქალაქეები გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად გადიან. 

მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერები ამ წუთებში, ქალაქის ორ ლოკაციაზე იკრიბებიან.

ხალხის ნაწილი მეტროსადგურ სახელწიფო უნივერსიტეტის, ნაწილი კი მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიებიდან დაიძვრებიან. 

მსგავსი სიახლეები