ველოდები, რომ კობახიძე გადადგეს და ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნიდან წავიდეს - ოთარ ზურაბიშვილი
ველოდები, რომ კობახიძე გადადგეს და ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნიდან წავიდეს - ამის შესახებ "მარჯანიშვილის მოდანზე" მისულმა პრეზიდენტის ძმამ განაცხადა.
ოთარ ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას უერთდება.
რაც დღე გადის, ჩნდება ახალი გაყალბებები. ყველამ ვნახეთ, როგორ ეპყრობიან ირაკლი კობახიძეს საერთაშორისო პირები. სერიოზულად აღარ უყურებენ მას. მე ველოდები, რომ ირაკლი კობახიძე გადადგეს, ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნიდან წავიდეს და იყოს ახალი არჩევნები, წესიერი, ევროპული და დემოკრატიული", - ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.
არა რუსულ არჩევნებს - არა რუსულ რეჟიმს - ამ წუთებში დედაქალაქში საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. თბილისის ქუჩებში მოქალაქეები და პოლიტიკოსები გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად გადიან.
მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერები ამ წუთებში, ქალაქის ორ ლოკაციაზე იკრიბებიან.
ხალხის ნაწილი მეტროსადგურ სახელწიფო უნივერსიტეტის, ნაწილი კი მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიებიდან დაიძვრებიან.