ჯიუტად უნდა გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ, რასაც რუსეთის მსახური ხელისუფლება გვიბლოკავს - ანა ნაცვლიშვილი
ძალიან მყარად და ჯიუტად უნდა გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ - ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე გასულმა "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილის თქმით, ახლა აქტიურობას და ქუჩის პროტესტს დიდი მნიშვნელობა აქვს.
ძალიან მყარად და ჯიუტად უნდა გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ, რასაც ყოველდღიურად გვიბლოკავს რუსეთის მსახური ხელისუფლება. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიურობა, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ მიტაცებულ არჩევნების მიეცეს მყარი საერთაშორისო შეფასება. მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ შემოგვიერთდნენ, რადგან საზოგადოებრივი აქტივობის გარეშე, ვერც საერთაშორისო მხარდაჭერა ვერ იქნება'', - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
არა რუსულ არჩევნებს - არა რუსულ რეჟიმს - ამ წუთებში დედაქალაქში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერები ქალაქის ორ ლოკაციაზე - მეტროსადგურ სახელწიფო უნივერსიტეტის და მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიებზე შეიკრიბნენ. ამ წუთებში დედაქალაში ორივე ლოკაციიდან მსვლელობა მიმდინარეობს.