შედეგი იქნება მაშინ, როცა ქვეყანაში ჩატარდება ახალი არჩევნები და შეიცვლება ხელისუფლება - მელია

09.11.24 15:49
შედეგი იქნება მაშინ, როცა ქვეყანაში ჩატარდება ახალი არჩევნები და შეიცვლება ხელისუფლება - მელია

კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ თბილისის ქუჩებში მიმდინარე აქციის დროს "პირველებთან" სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან წამოსული მწვავე განცხადებები შეაფასა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ პარტნიორების მხრიდან ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებისადმი იმდენად უნდობლობაა, რომ საერთაშორისო გამოძიების საკითხი დღის წესრიგში დადგა. 

შედეგი იქნება მაშინ, როცა ქვეყანაში ჩატარდება ახალი არჩევნები და შეიცვლება ხელისუფლება. ამ შედეგის მიღწევამდე მთელი რიგი ნაბიჯები იქნება გადადგმული, რომელიც იდგმება ყოველდღიურად. ქართული საზოგადოების აქტიურობა არის უმნიშვნელოვანესი, დღეს ვხედავთ ესეთ აქტიურობას და ეს გაგრძელდება ხვალ, ზეგ და ასე იქნება მუდმივად, სანამ ივანიშვილი არ იქნება ხელისუფალი თვითგამოცხადებული ამ ქვეყნისა - ამბობს ნიკა მელია. 

არა რუსულ არჩევნებს - არა რუსულ რეჟიმს - ამ წუთებში დედაქალაქში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერები ქალაქის ორ ლოკაციაზე -  მეტროსადგურ სახელწიფო უნივერსიტეტის და მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიებზე შეიკრიბნენ. ამ წუთებში დედაქალაში ორივე ლოკაციიდან მსვლელობა მიმდინარეობს. 

მსგავსი სიახლეები