"გაიღვიძე საქართველო" - მარჯანიშვილის მოედნიდან მსვლელობა დაიწყო

09.11.24 15:41
"გაიღვიძე საქართველო" - მარჯანიშვილის მოედნიდან მსვლელობა დაიწყო

"გაიღვიძე საქართველო"  - ასეთი შინაარსის ტრანსფარანტებით, მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ოპოზიციური პარტიებისა და მოქალაქეების საპროტესტო მსვლელობა დაიწყო.

ადგილზე იმყოფებიან კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა“ ლიდერები.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ წამოსულ მსვლელობას შეუერთდებიან, საიდანაც კოალიცია "ცვლილებისთვის" წარმომადგენლები მოქალაქეებთან ერთად დაიძრნენ. 

 

მსგავსი სიახლეები