"საქართველოში თავისუფლება გაიმარჯვებს" - ლევან ცუცქირიძე

09.11.24 15:53
"საქართველოში თავისუფლება გაიმარჯვებს" - ლევან ცუცქირიძე

"არა თუ ასეთი რეჟიმი, ბევრად უფრო მონოლითური სისტემები დანგრეულა თავისუფალი ადამიანების  ერთობლიობის შედეგად" - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა, რომელიც ამ წუთებში თბილისში მიმდინარე საპროტესტო მარშში მონაწილეობს. 

"დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში გაიმარჯვებს თავისუფლება'', - ამბობს ლევან ცუცქირიძე.

არა რუსულ არჩევნებს - არა რუსულ რეჟიმს - ამ წუთებში დედაქალაქში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერები ქალაქის ორ ლოკაციაზე -  მეტროსადგურ სახელწიფო უნივერსიტეტის და მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიებზე შეიკრიბნენ. ამ წუთებში დედაქალაში ორივე ლოკაციიდან მსვლელობა მიმდინარეობს. 

მსგავსი სიახლეები