ერთპარტიული მმართველობა კომუნისტების დროს იყო და დღევანდელ რეჟიმსაც შეეფერება - ივა ჭყონია

09.11.24 16:20
ერთპარტიული მმართველობა კომუნისტების დროს იყო და დღევანდელ რეჟიმსაც შეეფერება - ივა ჭყონია

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე, ივა ჭყონია თბილისში მიმდინარე ევროპულ მსვლელობას შეუერთდა.

კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრმა "ქართული ოცნება" არჩევნების მიტაცებასა და ქართველი ხალხის ხმების მოპარვაში დაადანაშაულა. 

"ერთპარტიული მმართველობა კომუნისტების დროს იყო და დღევანდელ რეჟიმსაც შეეფერება" - განაცხადა ივა ჭყონიამ.

ეს არჩევნები არის მიტაცებული. გაყალბება მსუბუქი ნათქვამია. დღეს ჩვენ ყველანი ვაპროტესტებთ და ვიცავთ თქვენ ხმებს. არ გეგონოთ, რომ დავნებდით და გავჩერდით. ასე გაგრძელდება პერმანენტულად, სანამ არ დამთავრდება ქართველი ხალხის გამარჯვებით. ერთპარტიული მმართველობა იყო, მხოლოდ და მხოლოდ, კომუნისტების დროს. კომუნისტებმა და რუსეთმა რა მოგვიტანა, ყველამ კარგად იცის. ერთპარტიული მმართველობა დღევანდელ რეჟიმს შეეფერება", - ამბობს ივა ჭყონია. 

"არა რუსულ არჩევნებს - არა რუსულ რეჟიმს" - დედაქალაქში აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერები ქალაქის ორ ლოკაციაზე -  მეტროსადგურ სახელწიფო უნივერსიტეტის და მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიებზე შეიკრიბნენ და სწორედ ამ ორი ლოკაციიდან დაიწყეს მსვლელობა. 

მსგავსი სიახლეები