"ჩვენ არ გავისუსებით" - მსვლელობის მონაწილეები სუს-თან გაჩერდნენ

09.11.24 16:46
"ჩვენ არ გავისუსებით" - მსვლელობის მონაწილეები სუს-თან გაჩერდნენ

მეტროსადგურ უნივერსიტეტიდან დაძრული მსვლელობის მონაწილეები სახელმწიფო უსაფრთხოების სასამხურთან გაჩერდნენ, სადაც კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერებმა სუს-ის უწყებას მიმართა:

"ჩვენ არ გავისუსებით, ჩვენ არ დაგითმობთ ქვეყანას" - იყო ნიკა გვარამიას სათქმელი. 

საქართველო ჩვენია, წართმეულის დაბრუნება მოგიწევთ და გახსენებთ, ემსახურეთ საქართველოს, გაანებეთ თავი ივანიშვილს ის წავა და ჩვენ დავრჩებით. თვალებში უნდა ჩახედოთ შვილებს, ცოლებს, ქმრებს, მშობლებს, მეგობრებს, თანამოქალაქეებს დაგვიბრუნეთ წართმეული, დაგვიბრუნეთ სამშობლო. საქართველო ჩვენია, ჩვენ მივდივართ ევროპაში'', - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები დღეს კიდევ ერთხმად ამბობენ, რომ დანებებას არ აპირებენ იქამდე, სანამ ქვეყანაში არჩევნები ხელახლა არ ჩატარდება. 

 

მსგავსი სიახლეები