ექსკლუზივი: ვინ არიან კაპიტნების კაპიტნები? - ახალი მტკიცებულებები

09.11.24 20:40
ექსკლუზივი: ვინ არიან კაპიტნების კაპიტნები? - ახალი მტკიცებულებები

 ვინ არიან ქართული ოცნების კაპიტნების კაპიტნები და როგორ უხდიდნენ ფულს ე.წ. ქოლ-ცენტრებში დასაქმებულებს? - "შაბათის ეთერის" ხელშია ახალი მტკიცებულებები, რომელიც 26 ოქტომბერს არსებულ სქემას ფარდას ხდის. ჩანაწერის მიხედვით, ირკვევა, რომ გადამწყვეტ არჩევნებზე, ე.წ. კაპიტნებსაც მკაცრად აკონტროლებდნენ. 

კაპიტნების კაპიტანი

  • "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით, არჩევბის დღეს "ქართლმა ოცნებამ" ქვემო ქართლში პარტიული "კაპიტნების" მართვა საჯარო მოხელეს, დაურ ისმაილოვს ჩააბარა.  (ფაქტი ისმოილვისა და "კაპიტნების" შიდა მიმოწერით,  ხმოვანი გზავნილიებით, ფოტო და ვიდეო - მასალით დასტურდება). 
  • ფაილების გაშიფვრის შედეგად დგინდება, ისიც რომ ე.წ. კაპიტნების კაპიტანი, საჯარო მოხელე, ნინო ხარაიშვილი იყო. თავის მხრივ ის მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს, ამირან გიორგაძეს ექვემდებარებოდა.  

იძულების და მუქარის მტკიცებულები

  • ასიდ სამაროვი სოფელ ბაიდურუს სკოლის თანამშრომელია -"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, ის ერთ-ერთი ე.წ. პასუხისმგებელი პირი იყო. მას ევალებოდა ხალხის ქუჩა-ქუჩა შეგროვება და საარჩევნო უბანზე 41-ის გასაფერადებლად მიყვანა. (სამაროვი ადასტურებს, რომ სანაცვლოდ ქართლი ოცნებისგან ბენზინის ტალონები მიიღო). 
  • აუდიო-ჩანაწერებით დასტურდება, რომ ქოლ-ცენტრის კაპიტნები, პასუხისმგებელ პირებთან რეკავდნენ, რომ უბნებზე 41-ის შემოსახაზად ხალხი მიეყვანათ, თავად კაპიტნებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას  მათი მეთაური ახორციელებდა, რომელიც ჩანაწერებში თავადვე აღირებს, რომ დავალებას "ზევიდან" იღებენ. 
  • "შაბათის ეთერის" მირ მოპოვებული ჩანაწერების მიხედვით, წყობიდან გამოსული მარნეული შტაბის მეთაურები, მათ სიებს ითხოვენ, ვინც გეგმა ვერ შეასრულა. იმ ხალხს, ვინც "ოცნებას" სასურველი რაოდენობის ხმები ვერ მიუტანა,  ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.
  • ჩანაწერის მიხედვით, საჯარო მოხელე, ნინო ხარაიშვილი, (მარნეულის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი) რომელიც ამ საქმის სათავეში იყო, ე.წ. გადამგდები აგიტატორის სიებს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ითხოვდა.

როგორ უხდიდნენ ფულს ე.წ. ქოლ-ცენტრებში დასაქმებულებს?

  • "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული  ჩანაწერით დგინდება, რომ ქოლ-ცენტრში დასაქმებულებს ფულს ხელზე, საბანკო ანგარიშსწორების გარეშე უხდიდნენ.
  • ე.წ. შავი ფული, რომელსაც "ქართული ოცნება" ქოლ-ცნეტრებში დასაქმებულებს, მათ შორის არასრულწლოვანებს  უხდიდა, ჩანაწერების მიხედვით, ამირან გიორგაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს ებარა. 
  • უფრო კონკრეტულად, "შაბათის ეთერისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, "ქართულმა ოცნებამ "ხმებზე სანადიროდ არასრუწლწლოვნებიც გამოიყენა. ერთ ერთი მათგანი, "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების წყაროს ცნობით, საკრებულოს დეპუტატის სკოლის მოსწავლე შვილი იყო. 

ვინ არიან კარუსელშიკები? - მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები