"გამოდით" - დეკანოიძე ქართველ ხალხს
"გამოდით" - "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე თბილისის ქუჩებში გამართულ საპროტესტო აქციას შეუერთდა, საიდანაც მოქალაქეებს ქუჩაში ბრძოლისკენ მოუწოდა.
"ჩვენ გვჭირდება მოქმედება" - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
აქტივობა, მოქმედება, მოქმედება და მოქმედება. სხვა განზომილება ამ წუთას ჩვენი სამშობლოს დასაბრუნებლად უბრალოდ არ გაგვაჩნია. მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველა ვიყოთ ძალიან მობილიზებული, მტკიცე, შემართებით, რაც ნიშნავს იმას, რომ გავაკეთოთ ყველამ ის, რაც შეგვიძლია. საუბარია იმაზე, რომ ჩვენ გვყავს რუსული რეჟიმი. ჩვენი ქვეყანა და არჩევნები მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა. ჩვენ გვჭირდება მოქმედება, მოქმედება და მოძრაობა. ყველას მოვუწოდებ, გამოდით", - ამბობს ხატია დეკანოიძე.
"არა რუსულ არჩევნებს - არა რუსულ რეჟიმს" - დედაქალაქში აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერები ქალაქის ორ ლოკაციაზე - მეტროსადგურ სახელწიფო უნივერსიტეტის და მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიებზე შეიკრიბნენ და სწორედ ამ ორი ლოკაციიდან დაიწყეს მსვლელობა.