ბევრი დაუთმია აქამდე ივანიშვილს და კიდევ ბევრს დათმობს - აქუბარდია

09.11.24 17:26
ბევრი დაუთმია აქამდე ივანიშვილს და კიდევ ბევრს დათმობს - აქუბარდია

გახარიას გუნდის წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, თუ საქართველო მოქალაქეები ერთად იდგებიან, ბიძნა ივანიშვილს "ბევრი რამის დათმობა მოუწევს.

აქუბარდია, რომელიც ამ წუთებში თბილისში მიმდინარე მსვლელობას მიჰყვება, ამბობს, რომ საქართველოს ევროპული მომავლის დაბრუნება, სწორედ ერთად დგომითაა შესაძლებელი. 

ძალიან ბევრი დაუთმია აქამდე ივანიშვილს და კიდევ ბევრს დათმობს, თუ საქართველოს მოქალაქეები ყველა ერთად დავდგებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთად დგომით და ერთად წინააღმდეგობით, ჩვენს შეგვიძლია საქართველოს ევროპული მომავლის დაბრუნება", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ. 

"არა რუსულ არჩევნებს - არა რუსულ რეჟიმს" - დედაქალაქში აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერები ქალაქის ორ ლოკაციაზე - მეტროსადგურ სახელწიფო უნივერსიტეტის და მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიებზე შეიკრიბნენ და სწორედ ამ ორი ლოკაციიდან დაიწყეს მსვლელობა. 

მსგავსი სიახლეები